ისრაელის ჯარისკაცებმა კიდევ 1 პალესტინელი მოკლეს

მას 1 ებრაელის მკვლელობაში ედებოდა ბრალი

904431
ისრაელის ჯარისკაცებმა კიდევ 1 პალესტინელი მოკლეს

 

ისრაელის ჯარისკაცებმა პალესტინის ოკუპირებულ დასავლეთ იორდანიის სანაპიროზე 1 პალესტინელი მოკლეს.

ისრაელის არმიის პრეს წარმომადგენელმა ავიჩე ადრაემ სოციალური მედიით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ პალესტინის მოქალაქე აჰმედ გერარს ერთი თვე იყო რაც ეძებდნენ და მას გენინის მახლობელ ერთ დასახლებაში მიაგნეს რა, გაქცევის მცდელობის დროს იგი ებრაელმა ჯარისკაცებმა მოკლეს.

ისრაელი, მოკლულ პალესტინელს ბრალს სდებდა ერთი თვის წინ ქალაქ ნაბლუსში 1 ებრაელის მკვლელობაში და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული, რის გამოც ხშირ რეიდებს აწყობდნენ გენინის დასახლებაზე და ერთ ერთი ასეთი რეიდის დროს, რომელიც იანვარში მოაწყვეს, 4 სახლი მიწასთან გაასწორეს, ხოლო ამასთან ერთად გერარის ერთი ახლო ნათესავიც მოკლეს



მსგავსი ინფორმაციები