ფიდელ კასტროს ვაჟმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

68 წლის დიაზ ბალარტი კასტროს პირველი მეუღლისგან ჰყავდა

902093
ფიდელ კასტროს ვაჟმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

 

კუბის ყოფილი პრეზიდენტის, ფიდელ კასტროს უფროსმა ვაჟმა, 68 წლის ფიდელ კასტრო დიაზ ბალარტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კუბის ოფიციალური გაზეთების თანახმად, ბალარტი ბოლო თვეებში ღრმა დეპრესიის გამო მკურნალობას გადიოდა.

მისი თვითმკვლელობის ფორმის შესახებ ჯერ ჯერობით რაიმე განცხადება არ გავრცელებულა, ხოლო გასვენების თაობაზე შესაბამის განცხადებას მისი ოჯახი გაავრცელებს.

კასტროს უფროსი ვაჟი კუბაში ცნობილი იყო როგორც "ფიდელიტო" და იგი 1949 წლის 1 სექტემბერს კასტროს პირველი მეუღლე, მირტა დიაზ ბალარტისგან შეეძინა.

ფიდელიტომ საბჭოეთის პერიოდში ბირთვული ფიზიკა შეისწავლა რა, დიდი წვლილ შეიტანა კუბის ბირთვულ განვითარებაში.

კუბის ყოფილი პრეზიდენტი ფიდელ კასტრო კი 2016 წლის ნოემბერში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა



მსგავსი ინფორმაციები