ტრამპის და ტერეზას შეხვედრა დავოსში

ტრამპი შეეხო ორ სახელმწიფოს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობებს

897643
ტრამპის და ტერეზას შეხვედრა დავოსში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ინგლისის პრემიერმა ტერეზა მეიმ, შეხვედრა ჩაატარეს დავოსში, 48-ე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.  

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი შეეხო ორ სახელმწიფოს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობებს და თქვა:-„თქვენ რომ რამე გაგიჭირდეთ გვერდში ამოგიდგებით და თქვენთვის ვიბრძოლებთ, ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობა დამდეგ წლებში უფრო გაიზრდება. ეს პროცესი ახლა, ჩვენი საუბრისას უკვე დაწყებულიცაა“-თქვა ტრამპმა.

ტერეზა მეიმ კი აღნიშნა, რომ „ინგლისსა და აშშ-ს შორის ეს განსაკუთრებული ურთიერთობა შემდეგშიც გაგრძელდება. მხარი-მხარს იქნება ეს ორი ქვეყანა,  იმიტომ, რომ მსოფლიოში ერთი და იგივე პრობლემებს ვუპირისპირდებით. როგორც თქვენც აღნიშნეთ, ამ პრობლემების მოწესრიგებისთვის ერთად ვმუშაობთ“.

მეიმ ასევე გამოთქვა იმედი, რომ ინგლისს და აშშ-ს შორის შეიქმნება ორივე სახელმწიფოს სასარგებლოდ უფრო უკეთესი სავაჭრო ურთიერთობა.



მსგავსი ინფორმაციები