კატარის ბლოკადაში მომქცევი ქვეყნები რიადში შეიკრიბნენ

აზრთა-მიმოცვლა მოხდა სპარსეთის ყურის კრიზისთან დაკავშირებით, განიხილა კოორდინაციის საკითხი...

894991
კატარის ბლოკადაში მომქცევი ქვეყნები რიადში შეიკრიბნენ

კატარის ბლოკადაში მომქცევი საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები  შეიკრიბნენ საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში.

ბაჰრეინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს „BNA“-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე, აზრთა-მიმოცვლა მოხდა სპარსეთის ყურის კრიზისთან დაკავშირებით, განიხილა კოორდინაციის საკითხი, კრიზისთან დაკავშირებით უკანასკნელი ვითარება, რეგიონული საკითხები, ასევე ხსენებულ სახელმწიფოებს შორის საერთო კოორდინაცია, სოლიდარობა და არაბული ეროვნული უსაფრთხოების დაცვა.

ასევე აღინიშნა, რომ ყველანაირად გაიზარდოს ტერორიზმთან ბრძოლის მცდელობები და წინ აღუდგნენ ტერორიზმისთვის მხარდამჭერებს.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის,  (BAE), ბაჰრეინის და ეგვიპტის ადმინისტრაციების 5 ივნისს, კატართან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამ, სპარსეთის ყურეში გზა გაუხსნა კრიზისს.  



მსგავსი ინფორმაციები