იტალიაში მოსამართლემ თავსაბურიანი ქალი სასამართლო დარბაზიდან გაუშვა

იტალიაში მოსამართლემ თავსაბურიანი ქალი სასამართლო დარბაზიდან გაუშვა

891411
იტალიაში მოსამართლემ თავსაბურიანი ქალი სასამართლო დარბაზიდან გაუშვა

იტალიაში, თაბსაბურიანი სტაჟიორი  ადვოკატი, ესმა ბელფაკირი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაუშვა. აღნიშნული ფაქტი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ,  ბოლონიაში, რეგიონალურ ადმინისტრაციულ სასამართლოში მოხდა.  მოსამართლე, გიანჩარლო მოზზარელლიმ 25 წლის ადვოკატს თავსაბურის მოხსნა ან კიდევ დარბაზიდან გასვლა მოსთხოვა. მან კი თავსაბურის მოხდის ნაცვლად სასამართლო დარბაზიდან გასვლა ირჩია. იტალიურ სააგენტო  „AGI“-სთან ინტერვიუს მიმცემმა, ესმა ბელფაკირიმ განაცხადა: „მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებაში ჯერ არ გადამხდენია. დღემდე მრავალ სასამართლო პროცესებს დავესწარი მაგრამ ჩემთვის თავსაბურის მოხსნა არავის მოუთხოვია. საკითხი თუ უსაფრთხოებას ეხება, მე ისეთი ფორმით არ მეხურა თავსაბური, რომ ვინმესთვის ამოუცნობი ვყოფილიყავი.“ საკითხს იტალიის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც გამოეხმაურა და  ერთხმად აღნიშნეს, რომ აღნიშნული მოსამართლის გადაწყვეტილება მიუღებელია და საკონსტიტუციო პრინციპებს ეწინააღმდეგება.



მსგავსი ინფორმაციები