პედაგოგთა გაფიცვები ბურკინა ფასოში

პედაგოგები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ

886394
პედაგოგთა გაფიცვები ბურკინა ფასოში

დასავლეთ აფრიკის ქვეყანა ბურკინა ფასოში პედაგოგთა გაფიცვების გამო განათლების სისტემა შეჩერების პირასაა. პედაგოგთა პროფკავშირების მიერ დაახლოებით ორი თვეა პერიოდულად გაფიცვების მოწყობის გამო ქვეყანაში საგანმანათლებლო სისტემაში სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა. პედაგოგთა კოოპერატივმა ხელფასების გაუმჯობესების მოთხოვნით კიდევ სამ დღიანი გაფიცვები დაიწყეს, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა უმრავლესობა ჩაერთო. ქვეყნის პრეზიდენტმა, როკ მარკ კრისტიან კაბორემ მასწავლებლებსა და მთავრობას შორის „მედიაციის უმაღლესი საბჭო“-ს ჩამოყალიბება შესთავაზა, მაგრამ პედაგოგებმა ამ პირობას არ დათანხმდნენ, რადგან მათი აზრით მთავრობა ამ ნაბიჯით დროის მოგებას ცდილობს.  2015 წელს პრეზიდენტად  არჩეულმა კაბორემ გაფიცვების მომწყობ სასამართლოს უწყების წარმომადგენლებს ხელფასები 80%-ით გაუზარდა. ქვეყანაში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებიც ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ხშირად მართავენ გაფიცვებს.



მსგავსი ინფორმაციები