ისრაელმა 20 ორგანიზაციის წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ისრაელმა „პალესტინისათვის ისრაელის ბოიკოტის ინიციატივის“ სახელით ცნობილი მოძრაობა BDS-ის მხარდაჭერის მოტივით, 20 ორგანიზაციის წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

884044
ისრაელმა 20 ორგანიზაციის წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ისრაელმა „პალესტინისათვის ისრაელის ბოიკოტის ინიციატივის“ სახელით ცნობილი მოძრაობა BDS-ის მხარდაჭერის მოტივით, 20 ორგანიზაციის წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ისრაელის სატელევიზიო არხის 7-ის ცნობით, ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ჯილად ერდანმა აღნიშნა, რომ თავდაცვიდან თავდასხმაზე გადავიდნენ და დასძინა: „ბოიკოტის გამომცხადებელმა ორგანიზაციებმა უნდა იცოდნენ, რომ ისრაელის სახელმწიფო ამ ორგანიზაციებს მის ტერიტორიაზე შესვლის და მოსახლეობისათვის ზიანის მიყენების უფლებას არ მისცემს.“

ერდანის განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაციები, ისრაელის საერთაშორისო საზოგადოებებში ლეგიტიმურობისათვის დარტყმის მისაყენებლად სპეკულაციურ ინფორმაციებს ავრცელებენ, ისინი ისრაელს მუდმივად ბოიკოტს უცხადებენ და სხვადასხვა ქვეყნების ორგანიზაციებზეც ზეწოლას ახორციელებენ.

ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს სიაში შესული ორგანიზაციებია: საფრანგეთში მოქმედი პალესტინის თანადგომის ასოციაცია, ინგლისის ასოციაცია “War on Want”, BDS-ის იტალიისა და საფრანგეთის განყოფილებები, ევროპის კოორდინაციის საბჭო, შვედეთში მოქმედი პალესტინის თანადგომის ასოციაცია, ნორვეგიის პალესტინის კომიტეტი და ბევრი სხვა.  

ისრაელი BDS-ს სტრატეგიულ საფრთხედ მიიჩნევს, მის აქტივისტებს ანტისემიტიზმში ადანაშაულებს და ბოიკოტისაკენ მომწოდებელ ამ პირებს დეპორტირებას უკეთებს.


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #პალესტინა , #ორგანიზაცია

მსგავსი ინფორმაციები