აშშ-ში ძლიერი ყინვების გამო მინიმუმ 16 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში აღმოსავლეთ სანაპიროებსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში ძლიერი ყინვების გამო 16 ადამიანი დაიღუპა

881302
აშშ-ში ძლიერი ყინვების გამო მინიმუმ 16 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებული შტატების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ სანაპიროებსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში ძლიერი ყინვების გამო 16 ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ს მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე ყველაზე დიდი ყინვები დაფიქსირდა.

ამერიკული მედიის ცნობით, დღემდე ძლიერი ყინვების გამო მინიმუმ 16 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე მენის შტატიდან სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ფლორიდამდე აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ზოგიერთ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მაღალი ყინვების გამო ფლორიდის ზოგიერთ ქალაქში ბოლო წლებში პირველად მოთოვა.

პირველად მოვიდა თოვლი 1989 წლის შემდეგ შტატის ქალაქ ტალაჰასში. აშშ-სა და კანადის საზღვარზე მდებარე ნიაგარას ჩანჩქერის ზოგიერთი მონაკვეთი გაიყინა.

ჰაერის ტემპერატურა ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში ნულს ქვემოთაა და ხუთშაბათს აღმოსავლეთ ნაწილში მაღალ ტემპერატურას ქარიშხალიც დაემატება.  


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ყინვები

მსგავსი ინფორმაციები