აშშ ირანის საკითხთან დაკავშირებით გაეროს საგანგებოდ მოწვევას აპირებს

აშშ ირანის საკითხთან დაკავშირებით გაეროს საგანგებოდ მოწვევას აპირებს

880563
აშშ ირანის საკითხთან დაკავშირებით გაეროს საგანგებოდ მოწვევას აპირებს

გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის ნიკი ჰეილის განცხადებით, აშშ ნიუ იორკში,  გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს, ირანის საკითხის განსახილველად  საგანგებო სხდომის მოწვევას აპირებენ. ჰეილიმ ამის შესახებ, გაეროს შტაბბინაში პრესკონფერენციის დროს განაცხადა და აღნიშნა: „ხელისუფლების ზეწოლის გასაპროტესტებლად  გმირულად გამოვიდნენ ქუჩაში.“ მან ამ განცხადებით აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში ასევე განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე მოვლენები არავითარი გარე ძალებისგან მართული არ არის. „ჩვენ მივესალმებით ირანის ხალხის ამ დიდ გამბედაობას. ირანის მთავრობას საკუთარი ხალხის მკვლელობის წარსული გააჩნია, “ განაცხად ჰეილიმ. მეორეს მხრივ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, სარა სანდერსმაც 2018 წლის პირველ პრესკონფერენციაზე ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები შეაფასა და განაცხადა: „აშშ, ირანის ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. მოსახლეობას რეჟიმის შეცვლის უფლება მშვიდობიანი გზებით ყოველთვის გააჩნია. ამიტომ მთავრობა ვალდებულია მათ გადაწყვეტილებას პატივი სცეს. ირანის მთავრობა, საკუთარი მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ნაცვლად, ტერორიზმს უჭერს მხარს.  ირანელი ხალხი ასევე ქვეყანაში მიდინარე კორუფციისაგანაც შეწუხებულია. მათ უკვე გადაიღალეს ასეთი პოლიტიკით.“  ირანში მიდინარე მოვლენებს თვით პრეზიდენტი, ტრამპიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ირანისადმი დასაწესებელი ახალი სანქციებისათვის  საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის  მიღებული.



მსგავსი ინფორმაციები