სანკ-პეტერბურგში აფეთქება დეაშელებმა განახორციელეს

ამის შესახებ ამერიკულმა დაზვერვის ჯგუფმა განაცხადა

878680
სანკ-პეტერბურგში აფეთქება დეაშელებმა განახორციელეს

 

ოთხშაბათ საღამოს, რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში განხორციელებულ ბომბიან თავდასხმაზე პასუხისმგებლობა  ტერორისტულმა ორგანიზაციამ DEAS-მა აიღო.  

ექსტრემისტული ორგანიზაციების მაკონტროლებელი და აშშ-ში მოქმედი  SITE-ს სახელწოდების სადაზვერვო ჯგუფის განცხადებით, ხსენებული თავდასხმა სანკ-პეტერბურგში, DEAŞ-ის რუსეთში მოქმედი უჯრედის წევრების მიერ იყო ორგანიზებული.

ოთხშაბათს საღამოს, რუსეთის  სიდიდით მეორე ქალაქ სანკტ-პეტერბურგის ერთ მარკეტში 200 გრამი TNT-ის ექვივალენტი ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც  18 ადამიანი დაშავდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ აფეთქებას ტერორისტული კვალიფიკაცია მისცა და უსაფრთხოების ძალებს უბრძანათ, საკუთარი სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი გარემოების დროს გამოიყენონ ეჭვმიტანილების ლიკვიდაციის უფლებამოსილება



მსგავსი ინფორმაციები