აშშ-ში ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკის ბრონქსის რეგიონში ერთ-ერთ შენობაში გაჩენილ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა

877987
აშშ-ში ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკის ბრონქსის რეგიონში ერთ-ერთ შენობაში გაჩენილ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.

ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, ბრონქსის ზოოპარკის ახლოს მდებარე ხუთ სართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა.

ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ  მომხდარის ადგილზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მინიმუმ 15 კი დაშავდა.

ბლასიომ მომხდარი ნიუ-იორკის „ყველაზე ცუდ ხანძრის ტრაგედიად“ შეაფასა და დაამატა, რომ ხანძრის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ერთი წლის ბავშვია.

ხანძრის ჩაქრობას 170 მეხანძრე ცდილობდა. მისი გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ნიუ-იორკი , #ხანძარი

მსგავსი ინფორმაციები