რუსი აგენტი უკრაინის მთავრობაში

სტანისლავ იეჟოვი ოთხშაბათს დააკავეს

873707
რუსი აგენტი უკრაინის მთავრობაში

 

უკრაინაში, მთავრობის თარჯიმანს, სტანისლავ იეჟოვს, რომელიც პრემიერმინისტრ ვლადიმირ გროისმანს საზღვარგარეთის  მოგზაურობებშიც თან ახლდა ხოლმე,  რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაედო ბრალი და იგი ოთხშაბათს დააკავეს რა, შემდეგ დააპატიმრეს.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა წერილობით გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნა, რომ "მაღალჩინოსანი ერთი თარჯიმანი" ერთ ერთი გრძელვადიანი მივლინების დროს, რუსეთის მხრიდან აგენტად იქნა გადაბირებული და უკრაინის მთავრობის საქმიანობაზე ინფორმაციებს აწვდიდა მათ, თუმცა მისი ვინაობა არ დაუსახელებია.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ეს პიროვნება სტანისლავ იეჟოვი იყო და სულ ცოტა 2 წელია რაც აგენტობას ეწეოდა, რასაც ადასტურებენ მის სახლში მოპოვებული მტკიცებულებები.

იეჟოვი უკრაინის ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მთარგმნელიც ყოფილა



მსგავსი ინფორმაციები