ტრამპი, ეროვნული უსაფრთხოება

ტრამპმა შეფასება მისცა 55 გვერდიან ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტს

871226
ტრამპი, ეროვნული უსაფრთხოება

აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა საჯაროს გაუზიარა, გამოიკვეთა რუსეთის და ჩინეთის სტრატეგიები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აშშ-ის ინტერესებს.  შემდეგ კი, თეთრ სახლში, შეფასება მისცა 55 გვერდიან ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ეფუძნება მატერიკზე ამერიკელი ხალხის ცხოვრების წესის შენარჩუნებას. რუსეთის და ჩინეთის შესახებ კი თქვა, რომ ისინი ცდილობენ აშშ-ის უსაფრთხოების და განვითარებისთვის შეფერხების შექმნას. ზრდიან სამხედრო ძალებს, ინფორმაციების და მონაცემების კონტროლში მოქცევით და გავლენიანობის ზრდით, ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ თავიანთ ხალხებს.

რუსეთი, იმისათვის, რომ გავლენა იქონიოს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების შეხედულებებზე, ახდენს ხელთ არსებული ინფორმაციების, კიბერ შეტევებად გარდაქმნას. მისი ეს მცდელობები მშიშარა დაზვერვის ოპერაციებად იქმნებიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა:-„ჩვენ ვუპირისპირდებით რუსეთის და ჩინეთის მსგავს ისეთ ძალებს, რომლებიც ცდილობენ  შეეწინააღმდეგონ აშშ-ის გავლენიანობას. ჩვენ შევეცდებით ახლო ურთიერთობა დავამყაროთ ამ და სხვა ქვეყნებთან, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტი იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები“.

ტრამპმა გაიხსენა კვირის დასასრულს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მასთან გამართული სატელეფონო საუბარი, სადაც მადლობა გადაუხადა გიას მხრიდან სანკ-პეტერბურგში, ტერაქტის აღკვეთისთვის გაფრთხილებაზე.  



მსგავსი ინფორმაციები