ვულკან აგუნგიდან ამოფრქვევა ისევ დაიწყო, რის გამოც ბევრი საჰაერო რეისი გაუქმდა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მდებარე ვულკან აგუნგიდან ამოფრქვევა ისევ დაიწყო, რის გამოც ბევრი საჰაერო რეისი გაუქმდა

861078
ვულკან აგუნგიდან ამოფრქვევა ისევ დაიწყო, რის გამოც ბევრი საჰაერო რეისი გაუქმდა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მდებარე ვულკან აგუნგიდან ამოფრქვევა ისევ დაიწყო, რის გამოც ბევრი საჰაერო რეისი გაუქმდა.

The Guardian-ის ცნობით, ავსტრალიიდან ბალის მიმართულებით გუშინ ფრენები გააუქმეს ავიაკომპანიებმა Virgin-მა, Qantas-მა და Jetstar-მა.

ფრენების გაუქმების გამო კუნძულიდან გაფრენა 2 ათასზე მეტმა ადამიანმა ვერ მოახერხა.

ავიაკომპანიებში გაკეთებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ ვითარებას აკვირდებიან და დღევანდელ ფრენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით არ მიუღიათ.

აგუნგის ვულკანის ამოფრქვევის გამო ფრენებისთვის ჩაკეტილი საჰაერო სივრცე ოთხშაბათს გაიღო.

სექტემბერში ვულკანის გააქტიურების შემდეგ განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა და დიდი აფეთქების რისკის გამო რეგიონიდან 130 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ქვეყნის ტურისტულ რეგიონ, კუნძულ ბალიზე მდებარე აგუნგის ვულკანი ბოლოს 1963 წელში ამოიფრქვა, რის შედეგადაც დაახლოებით ათას 100 ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #ინდონეზია , #კუნძული , #ვულკანი

მსგავსი ინფორმაციები