მეთევზეთა გემი ტანკერს შეეჯახა

მეთევზეთა გემი ტანკერს შეეჯახა

860314
მეთევზეთა გემი ტანკერს  შეეჯახა

სამხრეთ კორეაში, მეთევზეთა გემის  და  ტანკერის  შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაკარგულად ითვლება. სააგენტოს Yonhap-ის  ცნობით, სანაპიროს დაცვის სამსახურიდან გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ინჩხონის მახლობლად 9,8 ტონიანი მეთევზეთა გემი,  336 ტონიან ტანკერს შეეჯახა. მათივე ინფორმაციით ამ ფაქტის დროს გემზე 22 ადამიანი იმყოფებოდა მათ, შორის ორი ეკიპაჟის წევრი. გადაბრუნებული მეთევზეთა გემიდან 7 პირის ცოცხლად გადარჩენა მოხერხდა, 13 დაიღუპა, ხოლო ორი დაკარგულად იქნა გამოცხადებული. დაკარგულების სამძებრო სამუშაოებში 14 გემი და 4 ვერტმფრენია ჩართული. მეორეს მხრივ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.



მსგავსი ინფორმაციები