გერმანიის პრეზიდენტი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას ცდილობს

გერმანიის პრეზიდენტი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას ცდილობს

859252
გერმანიის პრეზიდენტი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას ცდილობს

გერმანიაში პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, ქვეყანაში მთავრობის შექმნის შესაძლებლობის საკითხზე მოსალაპარაკებლად ქრისტიან დემოკრატიული ერთობის პარტიის (CDU) გენერალური მდივანი და კანცლერი ანგელა მერკელი, ქრისტიან სოციალური კავშირის (CSU) პარტიის გენერალური მდივანი ჰორსტ ზეეჰოფერი და სოციალ დემოკრატიული პარტიის  (SPD) გენერალური მდივანი მარტინ შულცი მიიღო.

ქრისტიანული კავშირის (CDU/CSU) პარტიების, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) და მწვანეების კოალიციის თაობაზე ჩატარებული წინასწარი მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემდეგ საქმეში ჩართული შტაინმაიერი ბოლოს CDU/CSU და SPD-ს ლიდერებს შეხვდა.

ბელვიუს სასახლეში  2 საათისა 15 წუთის მანძილზე მიმდინარე შეხვედრის შემდეგ მხარეებმა შენობა განცხადების გაკეთების გარეშე დატოვეს.

SPD ამ შეხვედრის შემდეგ პარტიის წევრებს, სავარაუდოდ, დიდი კოალიციის ან უმცირესობის მთავრობის მხარდაჭერის საკითხზე მოსაზრებას ჰკითხავს.


საკვანძო სიტყვები: #გერმანია , #პრეზიდენტი , #კრიზისი

მსგავსი ინფორმაციები