ზიმბაბვეში ახალმა პრეზიდენტმა თანამდებობა ჩაიბარა

ზიმბაბვეში ახალმა პრეზიდენტმა თანამდებობა ჩაიბარა

854572
ზიმბაბვეში ახალმა პრეზიდენტმა თანამდებობა ჩაიბარა

ზიმბაბვეში მომხდარი სამხედრო გადატრიალების კვალდაკვალ  37 წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გადამდგარ პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს სავარძელი  ყოფილმა  ვიცეპრეზიდენტმა, ემერსონ მნანგაგვამ დაიკავა. მანანგაგვას საპრეზიდენტო ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქ, ჰარარეში სტადიონზე, მხარდამჭერების და უცხო ქვეყნის წარმომადგენლების დასწრებით  ჩატარდა. იგი 1980 წელს მიღებული დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნის მეორე პრეზიდენტი გახდა. ცერემონიალს ბოტსვანას, მოზამბიკის და ზამბიის ლიდერებიც ესწრებოდნენ. ზიმბაბვეში მიმდინარე თვის დასაწყისში უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა,  რობერტ მუგაბემ ამჟამინდელი პრეზიდენტი, რომელიც იმ დროს ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე იყო გაათავისუფლა რა, მთავრობასა და არმიას შორის დაძაბულობა შეიქმნა. ამის შემდეგ კი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბემ დააპატიმრეს რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გაეკეთებინა.



მსგავსი ინფორმაციები