დონალდ ტუსკმა პოლონეთის ხელისუფლებაში მყოფი კანონისა და სამართლიანობის პარტია გააკრიტიკა

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა მიანიშნა, რომ პოლონეთის ხელისუფლებაში მყოფი კანონისა და სამართლიანობის პარტიის პოლიტიკას მიმართულებას რუსეთი აძლევს

851047
დონალდ ტუსკმა პოლონეთის ხელისუფლებაში მყოფი კანონისა და სამართლიანობის პარტია გააკრიტიკა

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა მიანიშნა, რომ პოლონეთის ხელისუფლებაში მყოფი კანონისა და სამართლიანობის პარტიის (PiS) პოლიტიკას მიმართულებას რუსეთი აძლევს.

ტუსკმა სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებაში PiS-ი პოლონეთის იზოლირებაში, კანონის უზენაესობის დარღვევასა და პრესის შეზღუდვაში დაადანაშაულა.  

„ყურადღება! უკრაინასთან დაძაბულობა, ევროკავშირში მარტოობა, კანონის უზენაესობიდან და სასამართლოს დამოუკიდებლობისგან ჩამოშორება, თავდასხმა არასამათავრობო ორგანიზაციებსა და თავისუფალ პრესაზე. ეს PiS-ის გეგმებია თუ კრემლის? იმდენად ბევრი მსგავსებაა, რომ ხელს გვიშლის თავისუფლად დაძინებაში.“-ნათქვამია ტუსკის განცხადებაში.

აღნიშნულზე პასუხად პოლონეთის პრემიერმა ბეატა სზიდლომ სოციალურ ქსელში გაკეთებულ გზავნილში კი აღნიშნა: „ტუსკს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარეს, პოლონეთისთვის არაფერი გაუკეთებია... ტუსკი იყენებს თანამდებობას და თავს ესხმის პოლონეთის.“

ევროპარლამენტმა გასულ კვირაში მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოლონეთისათვის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ოფიციალური სანქციების დაწყება შეუძლია.

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ პოლონეთის მთავრობის სასამართლოს სფეროში გატარებული რეფორმები და ცვლილებები ევროკავშირის ფასეულობებს არღვევს.



მსგავსი ინფორმაციები