ელექტრონული კომპანია „Siemens“

მსოფლიოს მასშტაბით ათასობით თანამშრომელს გაანთავისუფლებს სამსახურიდან და გერმანიის ზოგიერთ კომპანიას დახურავს

849931
ელექტრონული კომპანია „Siemens“

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ელექტრონული კომპანია „Siemens“, მსოფლიოს მასშტაბით ათასობით თანამშრომელს გაანთავისუფლებს სამსახურიდან და გერმანიის ზოგიერთ კომპანიას დახურავს.

ის საწარმოებები, რომლებიც უნდა დაიხუროს არის გორლიტზი, ლაიფციგი და ოენბახი. ამით,

920 ადამიანი დარჩება უმუშევარი. კომპანიამ მოტივად დაასახელა ელექტროსადგურის და ძრავის წარმოების სფეროებში არსებული შეფერხებები. ასე, რომ გერმანიის ჩათვლით, კომპანიის სხვადასხვა ქვეყნების საწარმოო ცენტრებში, სამსახურიდან განთავისუფლდება 7 ათასამდე ადამიანი. გერმანულ კომპანია სიმენსს, ელექტრო სადგურის და ძრავების  წარმოების სფეროში მსოფლიო მასშტაბით ჰყავს 91 ათასზე მეტი თანამშრომელი.



მსგავსი ინფორმაციები