მედვედევი და ტრამპი ერთმანეთს ვახშამზე შეხვდნენ

ეს შეხვედრა ფილიპინებში შესდგა

847951
მედვედევი და ტრამპი ერთმანეთს ვახშამზე შეხვდნენ

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს ფილიპინებში მიმდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კავშირის სამიტში მონაწილე ლიდერთა საპატივსაცემოთ გამართულ ვახშამზე შეხვდნენ.  

მედვედევის თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობები ამ ბოლო წლებში ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა, ამერიკა სანქციებს უწესებს რუსეთს და მას მტრად აცხადებს. მისივე თქმით რუსეთი ამერიკის მხრიდან დასაწესებელი ყველანაირი ახალი სანქციებისათვის მზად არის.

აშშ-ს საზოგადოება რუსეთისადმი ძალიან რეაქციული გახდა ამ ქვეყნის მხრიდან 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ. კრემლის და თეთრი სახლის  პოზიციები არ ემთხვევა ასევე სირიის საკითხშიც.  



მსგავსი ინფორმაციები