მაკრონი მოულოდნელად საუდის არაბეთს ეწვია

განიხილეს რეგიონის აქტუალური საკითხები

844928
მაკრონი მოულოდნელად საუდის არაბეთს ეწვია

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაასრულა შეხვედრები არაბთა გაერთიანებული საემიროებში და აქედან მოულოდნელი ვიზიტით ეწვია საუდის არაბეთს.
მაკრონმა რიადის შეხვედრებზე ძირითადად ანტიტერორისტულ ბრძოლაზე და ირანის ბალისტიკური საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი განაცხადებით, საუდის არაბეთთან ანტიტერორისტულ ბრძოლაში თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რეგიონის სტაბილურობისთვის.

მანვე ყურადღება გაამახვილა ასევე ლიბანის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მნიშვნელობაზეც, ხოლო ირანის ბალისტიკურ საქმიანობაზე საუბრისას თქვა, რომ რეგიონის ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც წვლილს შეიტანენ დაძაბულობის განმუხტვაში



მსგავსი ინფორმაციები