ტრამპი ეწვია ჩინეთს

13 დღიანი ტურნეს ფარგლებში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში შეხვედრების დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეწვია ჩინეთს

843307
ტრამპი ეწვია ჩინეთს

13 დღიანი ტურნეს ფარგლებში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში შეხვედრების დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეწვია ჩინეთს. მისი თვითმფრინავი დაეშვა პეკინის საერთაშორისო აეროპორტში.

ტრამპს, შეხვედრა მოუწყვეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრებმა და დიპლომატიაში პასუხისმგებელმა სახელმწიფო კონსულტანტმა იანგ ცეიხანმა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებმა და აშშ-ის პეკინის ელჩმა თერი ბრანსტადმა.

ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ტრამპი ოფიციალური შეხვედრების გარდა შეუერთდება ზოგიერთ ღონისძიებებს.

პირველ დღეს, ტრამპი და მისი მეუღლე მელანია ტრამპი, ჩინეთის სახელმწიფოს პრეზიდენტ ში ჯინპიგთან და მის მეუღლესთან ლი პინიენთან ერთად მოივლიან პეკინის ტიენანმენის მოედანზე აკრძალულ სასახლეს.  

ხვალ, ტრამპისთვის ოფიციალური მისასალმებელი ცერემონიალი გაიმართება  ტიანენმენის მოედნის დიდ დარბაზში. მისი დასრულების შემდეგ შეხვედრები ჩატარდება აშშ-ის და ჩინეთის ლიდერებს შორის.

ტრამპს, ჩინეთის ტურნეში მეგზურობას უწევს 11 ენერგეტიკული სფეროს ჩათვლით, 29 კომპანიის წარმომადგენელი. ექს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის 1992 წლის ტურნეს შემდეგ,  ეს არის ტრამპის აზიაში ყველაზე დიდი ტურნე. იაპონიასა და სამხრეთ კორეაში შეხვედრების დასრულების შემდეგ ჩავიდა ჩინეთში, რომელიც არის 13 დღიანი ტურნეს მეცამეტე გაჩერება, სადაც ორ დღეს დაჰყოფს ტრამპი.  

ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19-ე ეროვნული კონგრესის შემდეგ ტრამპი არის ის პირველი ლიდერი, რომელმაც პრეზიდენტის დონეზე განახორციელა ვიზიტი ჩინეთში.

პეკინის შემდეგ, 10-12 ნოემბერს ეწვევა ვიეტნამს, 12-13 ნოემბერს კი, ჩავა ფილიპინებში.


საკვანძო სიტყვები: #აშშ-ი , #პრეზიდენტი , #ტრამპი , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები