ტრამპი იაპონიიდან სამხრეთ კორეაში გადავიდა

აშშ-ს ლიდერმა ამერიკული სამხედრო ბაზა მოინახულა

842530
ტრამპი იაპონიიდან სამხრეთ კორეაში გადავიდა

დონალდ ტრამპმა აზიური ტურნეს ფარგლებში  დაასრულა შეხვედრები იაპონიაში და აქედან სამხრეთ კორეაში გადავიდა, სადაც იგი ჯერ ქალაქ გეონგის პროვინციაში შემავალ ქალაქ პეოგტაკში მოქმედ ამერიკულ სამხედრო ბაზა ჰუმპრეის ეწვია, რომელიც რეგიონში აშშ-ს ყველაზე უდიდეს სამხედრო ბაზას წარმოადგენს, რადგან აქ სამხედრო სამსახურს გადის 26 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი.

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულიდან 70 კმ-ით სამხრეთში მდებარე ამ ბაზაში ტრამპმა და მისმა მასპინძელმა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მოონ ჟაემ ჯარისკაცებთან ერთად ისადილეს, ხოლო შემდეგ მათ ბრიფინგით წარუდგა აშშ-ს კორეაში მოქმედი ძალების სარდალი ვინსენტ ბროოკი.

აქედან ორივე პრეზიდენტი ერთად გაემგზავრნენ სეულში და საპრეზიდენტო სასახლეში მოონმა პირისპირი შეხვედრა მოუწყო ამერიკელ სტუმარს



მსგავსი ინფორმაციები