საჰაერო თავდასხმა ლიბიაში

საჰაერო თავდასხმა ლიბიაში

837434
საჰაერო თავდასხმა ლიბიაში

ლიბიის აღმოსავლეთით ქალაქ, დერნეში განხორციელებული  საჰაერო თავდასხმის შედეგად წინასწარი მონაცემებით 17 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი  დაშავდა. თავდასხმის განმხორციელებლის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ქალაქის ელ-ჰურეიშის საავადმყოფოდან გავრცელებული ინფორმაციით თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. საავადმყოფომ ასევე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდა. დერნეს მუჯაჰიდთა საბჭომ ქალაქი ტერ ორგანიზაცია დეაშისგან 2015 წელს გაათავისუფლა.



მსგავსი ინფორმაციები