22 ოქტომბერი ისტორიაში

22 ოქტომბერი ისტორიაში

831274
22 ოქტომბერი ისტორიაში

22 ოქტომბერი ისტორიაში

1600 წლის 22 ოქტომბერს ნადკანიჟას ციხესიმაგრე დაპყრობილ იქნა. ოსმალეთის მხრიდან სულთან მეჰმედ მესამის პერიოდში უნგრეთის მმართველობაში მყოფი ნადკანიჟას ციხესიმაგრე 40 დღიანი ალყის შემდეგ იქნა დაპყრობილი. ამ ციხესიმაგრის დაპყრობის შემდეგ ოსმალეთის იმპერიაში შემავალი ბეგლართბეგის ცენტრი იქ იქნა გადატანილი და მის მმართველად თრიაქი ჰასან ფაშა დაინიშნა.

1919 წლის 22 ოქტომბერს   ამასიის ოქმი გაფორმდა. აღნიშნული ოქმი მუსტაფა ქემალ ათათურქსა და სტამბოლის მთავრობას შორის იქნა გაფორმებული.  სივასის კონგრესის შემდეგ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ძირითადი ყურადღება თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობაზე იქნა გადატანილი. არამუსლიმ საზოგადოებებს თურქეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადასადგმელი ყოველგვარი ნაბიჯი უნდა აღეკვეთათ. ამასთან, სტამბოლის მთავრობას  ანატოლიის და რუმელის თავდაცვის საზოგადოება უნდა ეღიარებინა. ამასიის ოქმის მიხედვით სტამბოლის მთავრობამაც ანატოლიის და რუმელის თავდაცვის საზოგადოებები ოფიციალურად აღიარა.

1962 წლის 22 ოქტომბერს ამერიკის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ კუბაში საბჭოთა კავშირის   რაკეტების არსებობის შესახებ განცხადება გააკეთა და ამის შემდეგ აღნიშნული რაკეტების მოხსნის მიზნით ამერიკის საზღვაო ძალები კუბაში გააგზავნა. ამ ნაბიჯით მსოფლიო კიდევ ერთხელ დადგა ბირთვული ომის წინააღმდეგ. ამერიკის რაკეტების კუბაში გაგზავნის შემდეგ საბჭოთა კავშირმა კუბაში განლაგებული სარაკეტო სისტემა მოხსნა. 1963 წელს კი ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა მოსკოვში ბირთვული იარაღის ცდების შემცირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.     

1964 წლის 22 ოქტომბერს ცნობილმა ფრანგმა მწერალმა და ფილოსოფოსმა ჟან-პოლ სარტრიმ ნობელის პრემიის აღებაზე უარი თქვა.  მე-20 საუკუნის ცნობილმა ფილოსოფოსმა ეგზისტენციალური ფილოსოფია გაავრცელა, რითაც იგი ფრანგი ინტელიგენციის სახე გახდა. იგი ამავე დროს პოლიტიკაშიც იყო ჩართული. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მიერ დაპატიმრებული სარტრი ციხიდან გამოსვლის შემდეგ წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაერთო. სარტრი ასევე საფრანგეთის მიერ ალჟირის დაპყრობასაც ეწინააღმდეგებოდა. 1970-იან წლების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პოლიტიკას ჩამოშორებული სარტრი 1980 წელს პარიზში გარდაიცვალა.



მსგავსი ინფორმაციები