ევროკავშირის ლიდერებმა თურქეთის საკითხიც განიხილეს

“ანკარასთან მოლაპარაკებები არ შეწყდება“

830769
ევროკავშირის ლიდერებმა თურქეთის საკითხიც განიხილეს

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გუშინ ევროკავშირის  ლიდერთა მორიგი სამიტი დაიწყო, რომელიც დღეს დასრულდება.

გუშინდელ სხდომაზე თურქეთის ოპონენტები უმცირესობაში დარჩნენ.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის მოთხოვნით თურქეთთან ურთიერთობაც განიხილეს და “არ აღმოჩნდა უმრავლესობა, რომელსაც სდომოდეს ევროკავშირში სრული გაწევრიანების კანდიდატ თურქეთთან მოლაპარაკების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, პირიქით, უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ანკარასთან სრული გაწევრიანების საკითხში დიალოგის გაგრძელებას, ამიტომაც, ორგანიზაციის მომდევნო ნაბიჯი თურქეთთან იქნება კომუნიკაციების აღდგენა".

მოკლედ,  თურქეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ მერკელს არავინ დაუჭირა მხარი, ხოლო თურქეთისათვის მხარდაჭერის ფონდიდან გადასაცემი თანხების შემცირების წინადადებას კი მხოლოდ ბელგიამ და ჰოლანდიამ მისცეს ხმა.

ევროკავშირს კანდიდატი თურქეთისათვის მხარდაჭერის მიზნით  2014-2020 წლებისთვის  4.5 მილიარდი ევროს ფონდი აქვს გამოყოფილი, მაგრამ, ამ თანხიდან ანკარას ჯერჯერობით მხოლოდ 257 მილიონი ევრო აქვს გადაცემული



მსგავსი ინფორმაციები