აშშ ირანისადმი მტრობას აღვივებს

ტრამპის შემდეგ ანტი ირანული განცხადებით ჰეილიც გამოვიდა

830415
აშშ ირანისადმი მტრობას აღვივებს

როგორც განაცხადა აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ყველანაირი მუქარა და  საფრთხე ირანიდან მოდის. ეს სიტყვები მან წარმოთქვა გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას და თეირანი ტერორიზმში და რეგიონალურ არასტაბილურობაშიც დაადანაშაულა. “ირანს თუ არ მოეკითხება აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი და უკანონო ქცევის გამო, ეს ალბათ ნამდვილად სულელური იქნება“, განაცხადა ჰეილიმ და დაამატა, რომ სირიაში, იემენში და ლიბანში გამოყენებულ ჩვეულებრივ იარაღს მათ სწორედ ირანი აწვდით. მანვე თეირანი გააკრიტიკა რაკეტების გამოცდის გამოც და ხაზი გაუსვა, რომ როგორც ფხენიანის მიმართ, ასევე თეირანის მიმართაც არ შეიძლება ამ საქმეში თვალის დახუჭვა  



მსგავსი ინფორმაციები