კატალონია, საკონსტიტუციო სასამართლო

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, 6 სექტემბერს, მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც ჩატარდა რეფერენდუმი უკანონოდ სცნო

829800
კატალონია, საკონსტიტუციო სასამართლო

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, 6 სექტემბერს ადგილობრივ პარლამენტში გატარებულ სახალხო რეფერენდუმის კანონს, რომლის საფუძველზეც ჩატარდა რეფერენდუმი, უკანონო უწოდა. 

ამის შესახებ დაწერა გაზეთ „El Pais“-მა და აღნიშნა, რომ სასამართლოს წარმომადგენლების ერთსულოვანი თანხმობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, კატალონიის ხელისუფლების, 6 სექტემბერს, მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც ჩატარდა რეფერენდუმი უკანონოდ იქნა ცნობილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს უწინ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ  კანონის მიღება შეჩერდა მისი კანონიერების შესამოწმებლად.

მიუხედავად ამისა კატალონიის მთავრობამ 1 ოქტომბერს ჩაატარა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი.

ამავდროულად, კატალონიის მთავრობის პრესსპიკერის ჟორდი თურულის განცხადებით, ესპანეთი, რომელიც მათგან ხუთშაბათს ელის დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე პასუხს, მათი პასუხი, ორშაბათის პასუხისგან არ იქნება განსხვავებული.  დანებებას ადგილი არა აქვს ამ სახელმწიფოს სცენარებში. კატალონიის ავტონომიური ხელისუფლების პრემიერს კარლეს პუჩდემონს კითხვის: გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა? პასუხად ნათქვამი ჰქონდა, რომ უმოკლეს დროში შეხვდება ესპანეთის პრემიერს მარიანო რაჟოის. 2 თვეში საჭიროა დიალოგისთვის გზის გახსნა.



მსგავსი ინფორმაციები