ფხენიანი და ვაშინგტონი მუქარებს აგრძელებენ

ორივე მხარე სამხედრო ოპერაციებით იმუქრება

814376
ფხენიანი და ვაშინგტონი მუქარებს აგრძელებენ

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის, რი იონგ-ჰოს განცხადებით, გასულ კვირას ნიუ ორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსულმა დონალდ ტრამპმა ფაქტიურად ომი გამოუცხადა მის ქვეყანას და ამიტომ, ამერიკის სტრატეგიული ბომბდამშენები რომაც არ შევიდნენ ქვეყნის საჰაერო სივრცეში, მაინც გააჩნიათ მათი ჩამოგდების უფლება.

კორეელი მინისტრის ამ განცხადებას უმალ მოჰყვა პასუხი ვაშინგტონიდან. პენტაგონის პრეს წარმომადგენლის, პოლკოვნიკ რობ მანინგის თქმით ისინი მზად არიან სამხედრო ოპერაციების დაწყებისათვის.

“თუ ჩრდილოეთ კორეა არ შეწყვეტს პროვოკაციულ ქმედებებს, მაშინ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით საჭირო ვარიანტებს შევთავაზებთ, მათ შორის სამხედროსაც“, განაცხადა მანინგმა.

თეთრი სახლის პრეს სპიკერმა სარაჰ სანდერსმაც შეაფასა კორეელი მინისტრის მუქარა და თქვა, რომ ამერიკას ფხენიანისათვის ომი არ გამოუცხადებია და ამ წინადადების წარმოთქმაც კი უცნაურია.

პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების კუთვნილი B-1B Lancer-ის ტიპის ბომბდამშენები და მათი თანმხლები გამანადგურებლები, კვირას,  ჩრდილოეთ კორეის საჰაერო საზღვართან დაფრინავდნენ  



მსგავსი ინფორმაციები