16 სექტემბერი ისტორიაში

16 სექტემბერი ისტორიაში

350174
16 სექტემბერი ისტორიაში

16 სექტემბერი ისტორიაში

1498 წლის 16 სექტემბერს ჯალათების წინაპრად მიჩნეული ტომას დე ტორკვემადისი გარდაიცვალა. ევროპაში 1200-იან წლებში ჩამოყალიბებული და 1700-იან წლებამდე გაგრძელებული ინკვიზიციის სასამართლოებში ათასობით ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. 1400-იან წლებში ესპანეთში მცხოვრებ ებრაელებს და მუსლიმანებს რწმენის შეცვლას აიძულებდნენ. მათმა ნაწილმა რწმენა ფორმალურად შეიცვალა, ხოლო ვინც რწმენა არ შეიცვალა, ქვეყანა დაატოვებინეს, ან კიდევ ინკვიზიციის წესით გაასამართლეს. ტომას დე ტორკვემადისი ყოველთვის უარყოფითი გრძნობებით იყო განწყობილი ებრაელების მიმართ. იგი 1478 წელს ესპანეთში ინკვიზიციის სასამართლოს სათავეში მოიყვანეს და 1492 წლამდე ამ თანამდებობაზე მუშაობდა. მან ამ ხნის განმავლობაში ათასობით ებრაელი დაწვა.
 

1890 წლის 16 სექტემბერს ერთუღრულის სახელწოდების ოსმალური ფრეგატი ჩაიძირა. ოსმალეთის სულთან აბდულაზიზის პერიოდში ყველაზე მოდერნიზებულ სამხედრო გემად მიჩნეული ერთუღრულ ფრეგატი იაპონიიდან დაბრუნებისას შტორმში მოჰყვა რა, ჩაიძირა. ფრეგატის ჩაძირვისას მხოლოდ 69 მეზღვაურის გადარჩენა მოხერხდა. იაპონიაში დაღუპული მეზღვაურების სახელობის მემორიალი დაიდგა. ამ მოვლენის შემდეგ იაპონიის და ოსმალეთის იმპერიის დაახლოება მოხდა. 1974 წელს იაპონიის ქალაქ ქუშიმოტოში თურქული მუზეუმი გაიხსნა, რომელშიც ერთუღრულ ფრეგატის მაკეტი და იმ პერიოდში გემზე მყოფთა სურათებია გამოფენილი.


1931 წლის 16 სექტემბერს ომარ მუხტარს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სენუსის სექტის წინამძღვარი და ლიბიაში იტალიის წინააღმდეგ ამბოხებულთა ლიდერი ერთ-ერთ შეტაკების დროს იტალიელებმა დაჭრეს და ტყვედ აიყვანეს. იტალიელ გენერალ როდოლფ გრაციანის მეთაურობით გამართულ სასამართლოზე მას სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს და ჩამოახჩვეს. ლიბია ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა და ოსმალური მმართველობის დასრულების შემდეგ იტალიამ კოლონიალიზმის მიზნით რეგიონის დაპყრობა დაიწყო. ომარ მუხტარს იტალიელების წინააღმდეგ სპეციალური რაზმი ყავდა ჩამოყალიბებული და მათ 20 წლის განმავლობაში ებრძოდა რა, დიდი ზიანიც მიაყენა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები