მიანმარელი მუსლიმანების მიმართ ეთნიკური წმენდა მიმდინარეობს

მიანმარელი მუსლიმანების მიმართ ეთნიკური წმენდა მიმდინარეობს

805985
მიანმარელი  მუსლიმანების მიმართ ეთნიკური წმენდა მიმდინარეობს

საერთაშორისო ამინისტია და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „ჰუმან რაითს უოჩი“ მიანმარში, არაკანელი მუსლიმანების მიმართ განხორციელებული ძალადობის მიუხედავად ქვეყნის მეთაურის და  საგარეო საქმეთა მინისტრის    დუმილს გმობს. გაეროს უშიშროების საბჭოში პრესკონფერენციის გამმართველმა  ორგანიზაციებმა, მიანმარში, არაკანელი მუსლიმანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე გაამახვილეს ყურადღება და საერთაშორისო საზოგადოებას ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდეს.  „ჰუმან რაითს უოჩის ინტერვენციის დირექტორი,  ტირანა ჰასანი,  პრესკონფერენციას, ბანგლადეშიდან ტელეხიდით ჩაერთო და განაცხადა, რომ მიანმარის შეიარაღებული ძალები სამოქალაქოების  მიმართ ყოველგვარი სამიზნის გარეშე უხსნიან ცეცხლს რა, არაკანელი მუსლიმანების სოფლებს ანადგურებენ და როჰინჯიელების არსებობას და ყოველგვარ უფლებებს უარყოფენ.  ჰუმან რაითს უოჩის გაეროს დირექტორმა,  ლუის ჩარბონიუმ კი განაცხადა, რომ მიანმარში, როჰინჯიელების მიმართ ეთნიკური წმენდა მიმდინარეობს. მან გაეროს მხრიდან აღნიშნული საკითხის დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება მიანმარის მთავრობას და შეიარაღებულ ძალებს დასახული მიზნების განხორციელებაში უწყობს ხელს. მიანმარში, არაკანელი მუსლიმანების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამო, ბანგლადეშში დღემდე გადასულთა რაოდენობამ 370 ათასს მიაღწია. მიანმარის არმიის მხრიდან შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის საფუძველზე გასული თვის 25 რიცხვიდან დაწყებული  თავდასხმების შედეგად ათასობით  მუსლიმანი იქნა მოკლული. მიანმარის არმიის და ბუდისტი ნაციონალისტების მხრიდან მუსლიმანების 150-ზე მეტი სოფელი მთლიანად იქნა განადგურებული. ათი ათასობით მუსლიმანი ჯერ კიდევ ძალადობისგან თავის დაღწევას ცდილობს.



მსგავსი ინფორმაციები