მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 96-მდე გაიზარდა

მექსიკის სამხერთით ღია წყლებში პარასკევს მომხდარი 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 96-მდე გაიზარდა

805426
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 96-მდე გაიზარდა

მექსიკის სამხერთით ღია წყლებში პარასკევს მომხდარი 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 96-მდე გაიზარდა.

მიწისძვრისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ჯუჩიტანში სამხედროებმა და ფედერალური პოლიციის ჯგუფებმა დაზიანებული ნაგებობების დანგრევაში მიიღეს მონაწილეობა.

მეზობელი რეგიონებიდან ჩასული მოხალისეები კი მიწისძვრით დაზარალებულებისათვის დახმარების განაწილებას ახდენენ.

ჯუჩიტანში გუშინ დილის საათებში 5,2 სიმძლავრის დამატებითი ბიძგი დაფიქსირდა.

ადგილობრივი უფლებამოსილების განცხადებით, ქვეყნის სამხრეთ სანაპიროებზე პარასკევს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სხვადასხვა სიმძლავრის 800 დამატებითი ბიძგი მოხდა.

აშშ-ს გეოლოგიური კვლევის ცენტრის ცნობით, 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პიჟიჟიაპანიდან 87 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით მიწის სიღრმეში 69,7 კილომეტრზე მდებარეობდა. მექსიკის სახელმწიფოს მეთაურის ენრიკე პენა ნიეტოს განცხადებით კი მიწისძვრის სიმძლავრე 8,2 მაგნიტუდა იყო.  


საკვანძო სიტყვები: #მექსიკა , #მიწისძვრა

მსგავსი ინფორმაციები