ჩრდილოეთ კორეის მორიგი მუქარა ამერიკას

ჩრდილოეთ კორეის მორიგი მუქარა ამერიკას

804853
ჩრდილოეთ კორეის მორიგი მუქარა ამერიკას

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ აშშ-ს მისაღები ზომები, მის ისტორიაში ყველაზე მტკივნეული და ტანჯვის გამომწვევი იქნება. ფხენიანის მთავრობამ,  გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ, აშშ-ს მეთაურობით მათ წინააღმდეგ დასაწესებელ ახალ სანქციების განხილვის წინ განცხადება გააკეთა. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „მსოფლიო, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან, აშშ-ლ განგსტერებს თუ როგორ უბედურება დაატყდებათ  კარგად დაინახავს.“ პრესსპიკერმა 3 სექტემბერს განხორციელებული წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ლეგალურად განხორციელდა. აშშ-ს მიერ გაეროში ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ გადასადგმელი ზომების შემცველი კანონპროეტი გაეროში დღეს უნდა იქნეს განხილული.  კანონპროექტი,  ჩრდილოეთ კორეის მიმართ ნავთობის ემბარგოს, ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის უცხო ქვეყნებში არსებული აქტივების გაყინვას, მისი მოგზაურობის აკრძალვას, ტექსტილის ექსპორტის და საზღვარგარეთ, ჩრდილოეთ კორეელი მუშების დასაქმების აკრძალვას ითვალისწინებს. ამერიკის შეთავაზების დასამტკიცებლად გაეროს მუდმივი წევრებიდან, აშშ-ს, რუსეთის, ჩინეთის, ინგლისის და საფრანგეთის ვეტოს უფლების გამოუყენებლობა და წევრი 15 ქვეყნიდან 9-ის მხარდაჭერაა საჭირო.



მსგავსი ინფორმაციები