ვითარება იემენში

ნამაზის ლოცვის დროს განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდა 11

799873
ვითარება იემენში

 იემენის აღმოსავლეთის, მარიბის პროვინციაში, ნამაზის ლოცვის დროს განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდა 11.

შიიტმა ჰუსიტებმა მიზანში ამოიღეს სარვაჰის რაიონში, ბაირამის ნამაზის შემსრულებელი იემენელი ჯარისკაცები. ინფორმაციით, ჰუსიტები, სარვაჰს, დედაქალაქ სანას თავდაცვაში  მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ჰუსიტების კონტროლშია მიმდებარე რიგი რეგიონები.

იემენში, ლეგიმიტური ხელისუფლების წინაააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების მომწყობი ჰუსიტების ხელშია 2014 წლის  სექტემბრიდან მოყოლებული, დედაქალაქ სანას ჩათვლით ზოგიერთი რეგიონები. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით კოალიციის ძალები, 2015 წლის მარტიდან, ლეგიტიმურ სამთავრობო ძალებს უჭერენ მხარს ჰუსიტების წინააღმდეგ ბრძოლაში.



მსგავსი ინფორმაციები