ქარიშხალ „ჰარვის“-ის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

ქარიშხალ „ჰარვის“-ის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

797775
ქარიშხალ „ჰარვის“-ის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

აშშ-ს ტეხასის შტატში ქარიშხალ „ჰარვის“-ს შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ხუთს მიაღწია. ქარიშხალის შედეგად შტატის ყველაზე დიდი ქალაქი, ჰიუსტონი მთლიანად დაიტბორა. ტეხასის გუბერნატორის, გრეე აბოტეს განცხადებთ, ქარიშხალის შედეგად 250 ავტომაგისტრალი მთლიანად ჩაიკეტა და 19 ქალაქი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა. აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქარიშხალი „ჰარვის“-ი მიმდინარე კვირის ოთხშაბათ დღემდე, შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გავლენას შეინარჩუნებს. ქარიშხალის შედეგად ბოლო მონაცემებით ქალაქ ჰიუსტონში, 248 ათას აბონენტს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება და მრავალი საცხოვრებელი სახლის სახურავი მთლიანად არის გადახდილი. შტატებში უამინდობამ ასევე ფრენებიც შეაფერხა. ერთ დღეში თითქმის 1140 ფრენა გაუქმდა.  მეორეს მხრივ გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათს ტეხასის შტატში,  აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩასვლას გეგმავს.



მსგავსი ინფორმაციები