ანგელა მერკელის თურქეთის პოლიტიკამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა

ანგელა მერკელის თურქეთის პოლიტიკამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა

797883
ანგელა მერკელის თურქეთის პოლიტიკამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა

გერმანიაში, ანგელა მერკელის, თურქეთის წინააღმდეგ გატარებულმა პოლიტიკამ სხვა ევროპულ ქვეყნებში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. საკითხთან დაკავშირებით აღიარებით განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმა გააკეთა. მისი თქმით, თურქეთის წინააღმდეგ განხორციელებულმა ზეწოლის პოლიტიკამ  კავშირის სხვა ქვეყნებიდან შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. გაბრიელმა დედაქალაქ ბერლინში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თურქეთ-გერმანიის ურთიერთობა შეაფასა და ოპოზიციური პარტიების, თურქეთის ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას შეეწინააღმდეგა რა, აღნიშნა, რომ თურქეთ-გერმანიის მეგობრული ურთიერთობა მათთვის მნიშვნელოვანია. „ჩვენ თურქების და თურქეთის წინააღმდეგი არ ვართ, პირიქით, ვიმედოვნებთ, რომ  დიდი ხნის მეგობრობა  მალე თავის შედეგებს ისევ გამოიღებს,“ აღნიშნა გაბრიელმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, თურქეთის დასავლეთიდან დაშორებას და რუსეთთან უფრო დაახლოებას არასდროს ისურვებენ.



მსგავსი ინფორმაციები