მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ იემენის ანგარიში გამოაქვეყნა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ იემენის ანგარიში გამოაქვეყნა

793839
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ იემენის ანგარიში გამოაქვეყნა

იემენში, 2015 წლის მარტის თვეში დაწყებული შეტაკებების შედეგად, 8300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (DSÖ) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის 19 მარტიდან, 2017 წლის 15 აგვისტომდე ქვეყანაში მიმდინარე დაპირისპირებების და შეტაკებების შედეგად 8300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 47 ათას 741 კი დაშავდა.  ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული ციფრები ჯანდაცვის დაწესებულებების მიერ მათთვის მიწოდებული ციფრებია. სინამდვილეში კი ეს რიცხვები სავარაუდოდ უფრო მაღალია. იემენში დიდი ხანია პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. ჰუსიტები და  გადაყენებული პრეზიდენტის ალი აბდულლაჰ სალიჰის მომხრეები  დედაქალაქ, სანას 2014 წლიდან აკონტროლებენ. საუდის არაბეთის წინამძღოლობით ჩამოყალიბებული  კოალიციის ძალები კი 2015 წლის მატრიდან მოყოლებული იემენის მთავრობას მხარს უჭერენ და ჰუსიტებზე გარკვეული პერიოდებით საჰაერო ოპერაციებს ახორციელებენ.



მსგავსი ინფორმაციები