ტილერსონმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

მინისტრმა ტილერსონმა სახელმწიფო დეპარტამენტში პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

790717
ტილერსონმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის მომხრეები არიან, თუმცა გადაწყვეტილება ამ ქვეყნის ლიდერ კიმ იონგ უნზეა დამოკიდებული.

მინისტრმა ტილერსონმა სახელმწიფო დეპარტამენტში პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ჩრდილოეთ კორეასა და ამერიკას შორის ბოლო დღეებში განვითარებული დაძაბულობა შეაფასა ტილერსონმა და აღნიშნა: „ჩრდილოეთ კორეასთან ისევ დიალოგის მომხრე ვართ, თუმცა ეს კიმ იონგ უნზეა დამოკიდებული.“

რექს ტილერსონმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გამონათქვამზე „ამერიკელები კორეის ნახევარკუნძულზე სახიფათო თამაშს თამაშობენ“ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა შეწყვიტოს მისი ქვეყნის მიმართ მუქარას, წინააღმდეგ შემთხვევაში ფხენიანი ამერიკის რისხვის წინაშე აღმოჩნდება.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ჩრდილოეთ კორეა

მსგავსი ინფორმაციები