სიერა ლეონეში დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა

სიერა ლეონეს დედაქალაქ ფრიტაუნში ჭარბი ნალექის მიერ გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 312-მდე გაიზარდა

789959
სიერა ლეონეში დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა

დასავლეთ აფრიკის ქვეყანა სიერა ლეონეს დედაქალაქ ფრიტაუნში ჭარბი ნალექის მიერ გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 312-მდე გაიზარდა.

სიერა ლეონეს წითელი ჯვრის განცხადებით, დედაქალაქის რეგენტის რეგიონში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაღუპული 312 ადამიანის ცხედარი იქნა მიწიდან გამოტანილი.

სახელმწიფოს ვიცეპრეზიდენტმა ვიქტორ ფოჰმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მეწყერის ქვეშ კიდევ ასობით ადამიანი იყოს დარჩენილი.

რეგიონში უამრავი სახლი მიწით დაიფარა.

Connaught-ის საავადმყოფოს წარმომადგენლმა სინე კამარამ აღნიშნა, რომ სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ცხედრებისათვის ადგილი საავადმყოფოს მორგში აღარ არის და სასწრაფო დახმარების მაქანებს დახმარებისაკენ მოუწოდა.

სიერა ლეონეს სახელმწიფო ტელევიზიამ სტიქიური უბედურების გამო პროგრამები შეწყვიტა და აჩვენებს ადამიანებს, რომლებიც დაკარგულ ახლობლებს ეძებენ და რომელებიც ცხედრებს ბრინჯის ტომრებით ასვენებენ.

სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში სამხედროებიც მონაწილეობენ.

ამავდროულად, სამხრეთ აზიის ქვეყანა ნეპალშიც ძლიერი წვიმების მიერ წარმოქმნილი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა.

უფლებამოსილთა განცხადებით, 50 ადამიანი ისევ დაკარგულია, 20-ზე მეტი კი დაშავებულია.

ჯანდაცვის სამინისტრომ მოქალაქეები წყლიდან გადამდები დაავადებების თაობაზე გააფრთხილა.


საკვანძო სიტყვები: #სიერა ლეონე , #მეწყერი , #წყალდიდობა

მსგავსი ინფორმაციები