მუსონურმა წვიმებმა ნეპალშიც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

დაიღუპა 70 კაცი

789773
მუსონურმა წვიმებმა ნეპალშიც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

პარასკევს აქეთ გრძელდება გადაუღებელი წვიმები ნეპალში, რამაც ზოგან დიდი წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია და საბოლოო ჯამში უკვე 70 ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა, ხოლო 50-მდე დაკარგულად ითვლება.

ამის პარალელურად ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ინფექციური დაავადებების შესაძლო გავრცელების შესახებაც აფრთხილებს.

პოლიციის განცხადებით, გუშინდელი წვიმის შედეგად კიდევ 31 ათასი ოჯახი დაზარალდა.

გასული წლის ივლისში, ნეპალში მუსონური წვიმის შედეგად წარმოქმნილ წყალდიდობას 75 კაცი ემსხვერპლა.

რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად, ნეპალშიც მუსონური წვიმები ივნისში იწყება და სექტემბრამდის გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები