ავსტრალია აშშ-ს დაუჭერს მხარს

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა თავდასხმა დაიწყებს აშშ-ს დაუჭერს მხარს

788147
ავსტრალია აშშ-ს დაუჭერს მხარს

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა თავდასხმა დაიწყებს აშშ-ს დაუჭერს მხარს.

ტერნბულმა ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის დაძაბულობასა და ფხენიანის გუამზე თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებით რადიო 3AW-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ავსტრალიასა და ამერიკას შორის ხელმოწერილი „ავსტრალია, ახალი ზელანდია, გაერთიანებული შტატების (ANZUS) უსაფრთხოების შეთანხმების“ დებულებები ღიაა და დამატა: „ამერიკა, რა თქმა უნდა, ავსტრალიის ჩათვლით მოკავშირეების გვერდით დგას და ჩვენც ამერიკის გვერდით ვართ. ამის გამო ძალზედ ღიად თუ აშშ-ზე თავდასხმა მოხდება ANZUS-ი ძალაში შევა. ავსტრალიაზე თუ მოხდება თავდასხმა, ისევე როგორც აშშ დასახმარებლად მოვა, ჩვენი მოვალეობაც ამერიკის დახმარებაა.“

ავსტრალიის, ახალი ზელანდიასა და აშშ-ს შორის 1951 წელში ხელმოწერილი ANZUS-ის უსაფრთხოების შეთანხმება აღნიშნული ქვეყნების წყნარი ოკეანის რეგიონში რაიმე თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთისათვის დახმარებას ითვალისწინებს.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ცნობით, ფხენიანის ხელისუფლება გუამზე Hwasong-12 საშუალო-გრძელ მანძილიანი ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის მზადებაში იმყოფება.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა თავი დაანებოს მისი ქვეყნისადმი მუქარას და თუ მოწოდებას არაფრად ჩააგდებს, ფხენიანი ამერიკის რისხვის წინაშე აღმოჩნდება.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ავსტრალია , #ჩრდილოეთ კორეა

მსგავსი ინფორმაციები