6 აგვისტო ისტორიაში

6 აგვისტო ისტორიაში

316642
6 აგვისტო ისტორიაში

6 აგვისტო ისტორიაში

1890 წლის 6 აგვისტოს ელექტრო სკამით სასჯელი ნიუ იორკში, აუბურნის ციხეში პირველად იქნა გამოყენებული. საკუთარი ცოლის ცულით მოკვლაში ბრალდებულ ვილიამ კამერისისზე ელექტრო სკამი პირველად გამოიყენეს და იგი ისტორიაში ამ სასჯელით მოკლული პირველი ადამიანი გახდა.

1926 წლის 6 აგვისტოს ლამანშის სრუტე, რომლის სიგრძეც 33 კილომეტრია, 19 წლის ამერიკელმა სპორცმენმა გერტრუედ ედერლიმ 14 საათსა და 31 წუთში გადაცურა რა, იგი ამ არხის გადამცურავ პირველ ქალ სპორცმენად ჩაიწერა ისტორიაში. მან ამ მაჩვენებლებით იმ დროინდელი რეკორდი დაამყარა, ხოლო 1955 წელს მისი ეს რეკორდი ისევ ამერიკელმა სპორცმენმა პენი დაინმა 7 საათზე და 40 წუთზე დაიყვანა.

1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკამ თვითფრინავიდან იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდო. ადამიანების წინაშე ისტორიაში პირველად გამოყენებული ამ ბომბით 70 ათასი კაცი გარდაიცვალა. ამ ბომბის ჩამოგდების შედეგად გავრცელებული რადიაციის შედეგად კი დაღუპულთა რიცხვმა 150 ათასს მიაღწია.

1996 წლის 6 აგვისტოს ჩეჩნურმა სამხედრო ძალებმა გროზნო აიღეს. ასლან მასხადოვის მეთაურობით ჩეჩენმა სამხედრო ძალებმა გროზნო რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან გაანთავისუფლეს. 1996 წელს ხასავიურტის ხელშეკრულებით რუსეთის მიერ გროზნოს დაბომბვები დასრულდა. რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ბრძოლის დროს 200 ათასი ადამიანი დაიღუპა, 500 ათასი კი მიგრაციაში წავიდა.

 


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #აგვისტო

მსგავსი ინფორმაციები