ვიეტნამი და ტაივანი წყალდიდობას ებრძვის

ვიეტნამში 7 და ტაივანში 23 კაცი დაიღუპა

783253
ვიეტნამი და ტაივანი წყალდიდობას ებრძვის

შორეულ აღმოსავლეთ აზიაში მუსონური წვიმების მიერ გამოწვეულ წყალდიდობას ებრძვიან. ვიეტნამის ჩრდილოეთ რეგიონებში წყალდიდობას 7 კაცი ემსხვერპლა, 27 დაკარგულად ითვლება და მათ სამაშველო ეკიპაჟები ეძებენ. ამავე რეგიონში წინა თვეში წყალდიდობას 12 კაცი შეეწირა. ტაივანში დაღუპულების რაოდენობამ კი 23 კაცს მიაღწია, ხოლო 10 ქალაქში წარმოქმნილმა წყალდიდობამ მთლიანობაში 721 ათას კაცზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. წყალდიდობის გამო ზოგიერთ დასახლებაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია



მსგავსი ინფორმაციები