აქტუალური თემის ანალიზი 31

თურქეთი, გერმანია, ევროპა: საითკენ მივდივართ?

779538
აქტუალური თემის ანალიზი 31

თურქეთსა და ევროპას შორის ნდობის, საერთო ინტერესების და  თანასწორი ურთიერთობის საფუძველზეა შესაძლებელი ურთიერთობების დამყარება და ასეც არის საჭირო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თურქები, გერმანელები და ევროპელები უნდა გაექცნენ ისეთ უპასუხისმგებლო პოლიტიკებს, რომლებიც საბოლოო ჯამში მათვე მოუტანს ზარალს

როგორც ცნობილია მაისის თვეში ბრიუსელს ეწვია ერდოღანი და შეხვდა რა ევროკავშირის ლიდერებს, ამით იგი შეეცადა მათთან ურთიერთობებში ახალი ფურცლის გახსნას. ევროპელ ლიდერებს ერდოღანი ჰამბურგში ჩატარებულ დიდ ოციანთა სამიტზეც შეხვდა და ყველა ელოდა, რომ ახალი სტიმული მიეცემოდა თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს, მაგრამ, ყველას მოულოდნელად, გასულ კვირას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ თურქეთთან ურთიერთობებს ახლიდან გადახედავდნენ, რამაც ორ ქვეყანას შორის ახლიდან გაამწვავა ურთიერთობები. აქ ლოგიკური კითხვა შეიძლება დაისვას. რამ აიძულა ბერლინს ასეთ ცვლილებაზე წასვლა და რა დგას ამ ცვლილებების უკან?   

ამ ბოლო დღეებში გაჩენილ დაძაბულობას ორი მთავარი მიზეზი გააჩნია. ამათგან პირველი ის არის, რომ 1 გერმანელი მოქალაქე თურქეთში ჩადენილი უკანონო ქმედებების ბრალდებით დაკავებულ იქნა, ხოლო მეორე მიზეზი, რომელიც თვით გერმანიის მხრიდან წამოვიდა, ის არის, რომ ვითომც და ფეტოს ტერ ორგანიზაციის მოკვლევის ფარგლებში თურქეთში სარჩელი აღძრეს ყველა გერმანული ფირმის მიმართ და ისინი ყველანი შავ სიაში შეიტანეს, ხოლო ამასთან ერთად, ვითომც თურქეთში მყოფი გერმანელი მოქალაქეების უსაფრთხოება არ ყოფილიყო დაცული. ეს გერმანული ბრალდებები მთლიანად საფუძველს მოკლებულნი არიან და სიმართლეს არც ერთი მაგალითი არ შეეფერება, რადგან, არც თურქეთში მყოფი გერმანელი და არც სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს თუ კომპანიებს რაიმე საფრთხე არ ემუქრებათ და არც რაიმე სარჩელია აღძრული მათ მიმართ. რაც შეეხება უკანონო ქმედების გამო დაკავებულ გერმანელ მოქალაქეს, მისი საქმე სამართლებრივია და იმის გამო, რომ თურქეთში სასამართლოები დამოუკიდებელნი არიან, ამიტომაც მის მიმართ შესაბამის განაჩენს მხოლოდ სასამართლო გამოიტანს და ხელისუფლების წარმომადგენლები ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაერევიან სასამრთლოს ან პროკურატურის კომპეტენციაში. არც გერმანელების გამოთქმული შავ სიაში მყოფი ფირმები არსებობენ, რადგან, ყველაზე მრავალი ფირმა თურქეთში უცხოელებს შორის სწორედ გერმანელებს აქვთ გახსნილი, მათი რაოდენობა 7 ათასზე მეტია და ზოგიერთები უკვე საუკუნეზე მეტია რაც თურქეთში მოქმედებენ. ასე რომ, გერმანელების განცხადებები მხოლოდ დეზინფორმაციებს წარმოადგენენ. მართალია, გასული წლის 15 ივლისის პუტჩის შემდეგ თურქეთში ასობით თურქული კომპანია დაიხურა, მაგრამ, ყველა ისინი ფეტოსთან კავშირში იყვნენ. მოკლედ, არც ერთი გერმანული თუ სხვა ქვეყნის ფირმა არ არსებობს, რომელიც დახურულიყოს, ან მის მიმართ ძიება დაწყებულიყოს

აქ არ დაგვავიწყდეს გერმანელების არა მეგობრული მოქცევა თურქეთისადმი. ბოლო 10 წლის განმავლობაში, უფრო სწორედ ანგელა მერკელის ხელისუფლებაში მოსვლის აქეთ ისინი ყველანაირად ეწინააღმდეგებიან თურქეთის სრულ გაწევრიანებას ევროკავშირში. გარდა ამისა ორ ქვეყანას შორის უთანხმოებები გაიზარდა სირიის და სხვა საკითხებშიც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ანკარამ ხელი მოაწერა რეადმისიის შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირმა გერმანიის ლიდერობით მოამზადა. სამაგიეროდ, თურქეთ-გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობები ყოველთვის ნორმალურ დონეზე დარჩა და ამ პოლიტიკურმა ინტრიგებმა მასზე უარყოფითი ზეგავლენა ვერ მოახდინა

ანკარის პირველი უარყოფითი რეაქცია გერმანიის ხელისუფლების მიმართ 16 აპრილის რეფერენდუმის წინ დაფიქსირდა, როცა ბერლინმა უარი განუცხადა გერმანიაში ჩასულ თურქ მინისტრებს დიასპორასთან შეხვედრაზე, ხოლო ამის პარალელურად გერმანიის ხელისუფლებამ ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ერდოღანის საწინააღმდეგო კამპანიებს და ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას წევრებსაც და ფეტოელებსაც, რომლებიც რეფერენდუმზე უარის მთქმელებს უჭერდნენ მხარს, ყველანაირი აქციების თუ პროპაგანდისტული ღონისძიებების ჩატარება-გამართვის უფლებაც მისცათ, რისთვისაც მათთვის ადგილები და დარბაზებიც კი გამოიყო.

ახლა გერმანია ანკარას ემუქრება, რომ თავის მხრიდან წარმოებულ ანტი თურქულ პოლიტიკას ევროპის სხვა ქვეყნებსაც დააძალებს. განა დემოკრატიული ღირებულებებით მდიდარ ქვეყანას ასეთი საქციელი ეკადრება? განა გონივრულია ასეთი ნაბიჯის გადადგმა? თურქეთი ხომ გერმანიის ნატოში მოკავშირეს წარმოადგენს, ამასთან, თურქეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაც არის და ამიტომ აქ ასეთი კითხვა იბადება: რატომ მტრობს გერმანია ამ მოკავშირე და პარტნიორ თურქეთს? რატომ იფარავს ეს სახელმწიფო თურქეთის მტერ პკკ-ას და ფეტოს წევრებს? რატომ არ ახდენს მათ ექსტრადაციას? რას იტყვის და როგორ მოიქცევა გერმანია, მსგავსი რამ თურქეთმა რომ გაუკეთოს?

ბერლინის ასეთ ქმედებებს ანკარა გერმანიაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსაც უკავშირებს. მართლაც და სექტემბერში დაგეგმილი არჩევნების წინ რაც უფრო პოპულისტური და შოვინისტური, სხვანაირი სიტყვებით რომ ვთქვათ, ანტი თურქული და ანტი ერდოღანისეული განცხადებები გაკეთდება, მით უფრო მეტ ხმას მოიპოვებენ ამომრჩევლებისგან, ე.ი. გერმანიის ხელისუფლება ანტი თურქულ განწყობილებას შიდა პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენებს. დიახ, მრავალი გამოწვევები აქვს გერმანიის ხელისუფლებასაც და სხვა პოლიტიკოსებსაც, მაგალითად,   ქსენოფობიის, უმუშევრობის, უთანასწორობის, ოჯახში ძალადობის, რასიზმის, კლასობრივი ომის,  ისლამოფობიის და ა.შ. მაგრამ, იმის მაგივრად, რომ სარკეში ჩაიხედონ და ასე მოაგვარონ პრობლემები, პირიქით, მის მაგივრად თურქეთის სახით მტრის ხატს ჰქმნიან, ყველა მოუგვარებელ პრობლემასაც მას აბრალებენ და ასე იოლად აპირებენ ქულების მოგროვებას.      

ამ ყველაფერმა მოკლე ვადაში შეიძლება მართლაც რაღაც დივიდენდები მოუტანოს მავან-მავანებს, მაგრამ, საერთო ჯამში იგი არც გერმანიას და არც სხვა ქვეყნებს ვერც ჩამოთვლილ პრობლემებს და გამოწვევებს მოაგვარებინებთ, ვერც პოლიტიკურ დივიდენდებს მოაგროვებინებთ, პირიქით იგი ხელს შეუწყობს როგორც ევროპა-თურქებს, ასევე ევროპა ისლამს შორის განხეთქილების გარღმავებასაც და ურთიერთნდობის გაქრობასაც   

ახლა, როცა მთელ მსოფლიოს აწუხებს ისეთი პრობლემები, როგორებიც არის უთანასწორობა, უსამართლობა, ტერორიზმი, გაუცხოება, უნდობლობა და სხვა, მათი მოგვარება მხოლოდ გლობალური ერთიანობით არის შესაძლებელი. ამიტომ, თურქეთ-ევროპას შორის ურთიერთობებიც მხოლოდ ურთიერთ პატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე და თანასწორობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მხარე წაგებული დარჩება და ჩამოთვლილი გამოწვევებიც გადაუჭრელ პრობლემათა სიაში შევა, წერს პრეზიდენტის პრეს სპიკერი იბრაჰიმ ქალინი

 



მსგავსი ინფორმაციები