პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის მოწოდება ევროკავშირს

პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის მოწოდება ევროკავშირს

769692
პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის მოწოდება ევროკავშირს

პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა საიბ ურეიკათმა ევროკავშირს პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა. მან ეს მოწოდება, საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან   „გამყოფი კედელი“ -ს შესახებ მიღებული გადაწყვეტილების 12-ე წლისთავთან დაკავშირებით,  რამალაში გამართულ სემინარზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.  ურეიკათმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა როგორც ისრაელის სახელმწიფო აღიარა, ანალოგიური უნდა გააკეთოს პალესტინის მიმართაც. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის მხრიდან არაკანონიერი მშენებლობა ქვეყნებს შორის პრობლემის მოგვარებას ხელს უშლის. პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის საბჭოს წევრმა, ნასირ ელ-ქუდვამ კი საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდა, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება გაუქმდეს და შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს.  მან ასევე საერთაშორისო საზოგადოებებსაც მოუწოდა, რომ ისრაელის პროპაგანდის მიხედვით ნუ იმოქმედებენ. ისრაელმა პალესტინის ტერიტორიაზე არალეგალური მშენებლობები და ე.წ. გამყოფი კედლის აღმართვა 2002 წელს დაიწყო.  საერთაშორისო სასამართლომ კი 2004 წელს მიღებული გადაწყვეტილებით ისრაელის ქმედებები არალეგალურად ცნო და მას რასისტული  უწოდა. ამ ყველაფრის მიუხედავად ისრაელმა მხოლოდ გასულ წელს იორდანეს დასავლეთ ნაწილში 42 კილომეტრიანი ე.წ. გამყოფი კედელი მაინც ააშენა.



მსგავსი ინფორმაციები