ბალკანთა სამიტი იტალიაში

სამიტი ითვალისწინებს ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დაახლოებას

769733
ბალკანთა სამიტი იტალიაში

 "დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მეოთხე სამიტი", რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დაახლოებას, ჩატარდა იტალიის მასპინძლობით.

ქვეყნის ქალაქ ტრიესტეში ჩატარებულ სამიტს შეუერთდნენ ალბანეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, კოსოვოს, მაკედონიის, ჩერნოგორიის, სერბეთის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, ავსტრიის და სლოვენიის მაღალი თანამდებობის პირები.

  ევროკავშირს წარადგენდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგჰერინი.

 სამიტის დასასრულს განცხადება გაავრცელა იტალიის პრემიერმა პაოლო გენტილონიმ, რომელმაც საჭიროდ მიიჩნია ევროკავშირის გაფართოების მიზნით დასავლეთ ბალკანეთში წინსვლა და ინტეგრაციის პროცესისთვის მუშაობა. აღნიშნა, რომ ბალკანეთის ალიანსში ინტეგრაცია შეუქცევადი სტრატეგიული არჩევანია. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ბალკანეთისადმი მიმართული ხედვის მნიშვნელობაზე.  აღნიშნა, რომ სამიტზე დამტკიცებულ იქნა ევროკავშირსა და ბალკანეთის ქვეყნებს შორის გასაშენებელი ზოგიერთი სატრანსპორტო პროექტები და ევროკავშირის დასავლეთ ბალკანეთში დასაბანდებელი 200 მილიონი ევროს ინვესტიციის ფარგლებში სხვადასხვა საფინანსო შეთანხმებები.



მსგავსი ინფორმაციები