DEAŞ-ის ლიდერი ლიკვიდირებულია

DEAŞ-ის ლიდერი ლიკვიდირებულია

768649
DEAŞ-ის ლიდერი ლიკვიდირებულია

ტერ ორგანიზაცია დეაშის ლიდერი, ებუბექირ ელ-ბაღდადის სიკვდილი დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ ერაყული ტელეარხი Al Sumaria,  ერაყის ქალაქ ნინევიდან მიღებულ  წყაროზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნული წყაროს მიხედვით, დეაშმა სპეციალური ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ბაღდადის სიკვდილს  ადასტურებენ  და ახალი ლიდერის ვინაობას ასახელებენ. აღნიშნულის  შესახებ ერაყის სამთავრობოების მხრიდან ჯერ-ჯერობით  არანაირი  შეფასება არ მოჰყოლია. შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ  28 მაისს  განცხადება გაავრცელა სადაც,  ებუბექირ ელ-ბაღდადის მკვლელობაზე იუწყება  რა, ეს ინფორმაცია  ირანის რევოლუციური გვარდიის ძალებმაც დაადასტურეს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით პენტაგონმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს.



მსგავსი ინფორმაციები