ისრაელის ოკუპაციას 50 წელი შეუსრულდა

“ისრაელმა ბოლო უნდა მოუღოს პალესტინის ოკუპაციას“

762224
ისრაელის ოკუპაციას 50 წელი შეუსრულდა

 

ისრაელის მხრიდან პალესტინური მიწების ოკუპაციის 50-ე წლისთავთან დაკავშირებით გაეროში გამართულ სპეციალურ ფორუმს წერილობითი მესიჯით მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა და მასში აღნიშნა, რომ ისრაელ-პალესტინის პრობლემის საბოლოო და სამუდამო მოგვარების ერთადერთი გზა 50 წლიანი ოკუპაციის დასრულებაა.

“1967 წლის ისრაელ-არაბეთის ომის შემდეგ ისრაელმა ოკუპაცია გაუკეთა დასავლეთ იორდანიის სანაპიროებს, აღმოსავლეთ იერუსალიმს, ღაზას და გოლანის მაღლობებს რა, იძულებით ადგილნაცვალი გახდა 100 ათასობით პალესტინელი და სირიელი, რომლებიც დღესაც კი ლტოლვილთა ბანაკებში, სიღატაკეში და სიდუხჭირეში ცხოვრობენ“, აღნიშნულია ამ წერილში.

გუტიერესის აზრით ამ ძალადობამ ახალი ძალადობები წარმოშვა და რეგიონი ცეცხლის ალში გაეხვია, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

“რეგიონში მშვიდობის აღდგენა მხოლოდ ორ სახელმწიფოებრიობის შექმნისა და ისრაელის მხრიდან ოკუპაციისათვის ბოლოს მოღებითაა შესაძლებელი, ამიტომაც მხარეები დაუყონებლივ უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, რათა ორივე მხარისათვის სასურველ შეთანხმებას მიაღწიონ“, ხაზგასმულია გუტიერესის მესიჯში



მსგავსი ინფორმაციები