ჰამბურგში ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება

შეხვედრის სურვილი ტრამპმა გამოთქვა

761819
ჰამბურგში ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება

თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, გენერალ-ლეიტენანტმა მაკმასტერმა განაცხადა, რომ  რუსეთის და აშშ-ს პრეზიდენტებს, პუტინსა და ტრამპს შორის პირველი პირისპირი შეხვედრა 7-8 ივლისს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დაგეგმილ დიდ ოციანთა სამიტზე შესდგება.

მისივე განცხადებით შეხვედრის სურვილი თვით ტრამპისგან მოვიდა და ამ შეხვედრაზე რაიმე სპეციალურ საკითხს არ განიხილავენ.

მაკმასტერმა არ უპასუხა რა დასმულ კითხვებს აშშ-ს 8 ნოემბრის არჩევნების შედეგებზე რუსეთის შესაძლო ზეგავლენის შესახებ, თქვა, რომ ტრამპს ჰამბურგის სამიტზე პირისპირი შეხვედრები ექნება ასევე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და მექსიკის პრეზიდენტ ენრიკე პენა ნიეტოსთან  



მსგავსი ინფორმაციები