აშშ-ის ელჩი კატარში თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ის ელჩი კატარში თანამდებობიდან გადადგა

752735
აშშ-ის   ელჩი კატარში თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ის ელჩი კატარში,  დანა შელ სმიტი თანამდებობიდან გადადგა. მან გადადგომის შესახებ განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. „ამ თვეში, დოჰაში აშშ-ის ელჩად მესამე წელი შევასრულე. ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი პატივია. ეს შესანიშნავი ქვეყანა მომენატრება,“ ნათქვამია მის განცხადებაში. მისი გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა, მაგრამ ელჩის ასეთი გადაწყვეტილება, ტრამპის მთავრობის კატარის პოლიტიკის პროტესტად შეფასდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს საკითხი  ნორმალურ როტაციად შეაფასა. საუდის არაბეთის მეთაურობით ზოგიერთმა არაბულმა ქვეყნებმა კატართან ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით, დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #კატარი , #ელჩი , #გადადგომა

მსგავსი ინფორმაციები